მომავლის სკოლა

დღიური


   დირექტორის მისალმება

 
დირექტორის მისალმება
 

მოგესალმებით!

მადლობას გიხდით,რომ დაინტერესდით ჩვენი სკოლით. ჩვენი სკოლა 20 წლისაა. ,,მომავლის სკოლა“–ში სწავლება მიმდინარეობს ორი პროგრამით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით და ერთ–ერთი ამერკული სკოლის პროგრამით, რაც გულისხმობს ყველა საგნის (sciense,...) ინგლისურ ენაზე შესწავლას.

სკოლის მიზანია ბავშვებს გამომუვუშაოთ ყოველდღიური მუშაობის ჩვევა. ამაში ამერკული  

პროგრამის სწავლების მეთოდი, ინდივიდუალური პროგრამა ყოველი ბავშვისთვის და მიზნის ბარათები (მოსწავლე ყოველდღიურად ისახავს მიზანს და ასრულებს მას სკოლაში ან სახლში). ,,მომავლის სკოლა“ არის ერთადერთი სკოლა საქართველოში, რომელიც იყენებს ინგლისური ენის სწავლების ინდივიდუალურ პროგრამას. ეს კი საშუალებას აძლევს ყველანაირი მონაცემებისა და ნიჭის მქონე მოსწავლეებს მიაღწიოს დასახულ მიზანს და იყოს წარმატებული.

სკოლა ამზადებს მოსწავლეებს TOEFEL-ის და SAT-ის ტესტების ჩასაბარებლად.

სწავლის III საფეხურზე სავალდებულოა დამატებით უცხო ენის fრანგულის ან ესპანურის შესწავლა. გარდა ამერიკული პროგრამისა  მოსწავლეები გადიან ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სრულ კურსს, საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამით.

II და III საფეხურის მოსწავლეებს ყოველი თვის ბოლოს უტარდებათ ტესტი ყველა საგანში. სემესტრში ერთხელ ტარდება სასკოლო წერა ყველა საგანში.

III საფეხურის მოსწავლეებისთვის გახსნილია მცირერიცხოვანი სააბიტურიენტო კლასები.